Loading
CONTENTFY

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს contentfy.ge თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ თქვენი ურთიერთობა contentfy.ge-სთან. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ვებგვერდ contentfy.ge-ს საშუალებით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო არხით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.

ჩვენსა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით: 

  • მომხმარებელთან ურთიერთობის მართვისთვის;
  • ახალი პროდუქტებისა და სერვისების დასანერგად;
  • თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;
  • მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად;
  • საიტზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელების ან განვადების დამტკიცების შეტყობინებები;
  • ჩვენ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით მომხმარებლების ქცევის მონიტორინგისთვის;
  • ჩვენი ბრენდების, პროდუქტების და სერვისების განვითარებისთვის/ გაუმჯობესებისთვის;
  • ახალ პროდუქტების, სისტემების ან სერვისების დასატესტად;
  • ხარისხიანი პროდუქტებისა და სერვისის მიწოდებისთვის;
  • თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
  • ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
  • დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის, ანგარიშების შესადგენად;
  • მომხმარებლის ანგარიშისა და ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მართვისთვის, მომხმარებლის მიერ თანხის ანგარიშიდან გატანისა და თანხებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების განხორციელებისთვის;
  • ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების მართვისთვის;
  • ხელშეკრულებებით და კონტრაქტებით გათვალისწინებული ჩვენი უფლებების განხორციელებისთვის;
  • ჩვენი და თქვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად;
  • სხვა ლეგიტიმური მიზნებით.
TOP