Loading
CONTENTFY

ჩვენს შესახებ

აღნიშნული მომსახურეობა განკუთვნილია ნებისმიერი სახის ბიზნესისთვის, კონტენტის ავტორებისთვის, სხვადასხვა სფეროში მომუშავე სააგენტოებისთვის და ყველა იმ კლიენტისთვის, რომელსაც გარანტირებული შედეგების მიღება სურს. ჩვენს მიერ შემოთავაზებული გეგმა ყოველთვის ითვალისწინებს ისეთი ხარისხიანი კონტენტის ბაზის შექმნის პოტენციალს, რომლის დახმარებითაც თქვენი ბიზნესის სწრაფად და ეფექტურად გაფართოების საშუალება მოგეცემათ.

 

განსაკუთრებით ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდია ისეთი კონტენტის მიმართ მოთხოვნილება, რომელიც თქვენი პროექტის განვითარებაში აქტიურად შეგიწყობთ ხელს. თუმცა, სამწუხაროდ ბაზრის მიერ შემოთავაზებული ვარიანტების უმრავლესობა ხშირად ახლოსაც კი არ არის ტექსტის საჭირო დონესთან. სწორედ ამ დანაკლისის სამუდამოდ აღმოსაფხვრელად გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა ჩვენი კომპანია. სხვებისგან განსხვავებით კონტენტფაი გარანტირებულად გთავაზობთ ტექსტის უმაღლეს ხარისხს, შეკვეთის სწრაფი გაკეთებისას და მიღების სერვისთან ერთად. მონდომებული, ორგანიზებული და გამოცდილი გუნდის წყალობით უკვე მრავალ კომპანიას, მწერალს და სერვისს გავუწიეთ ღირებული მომსახურება, ახლა კი თქვენი ჯერია!

ჩვენი გუნდის შექმნის იდეა სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის და ხარისხიანი კონტენტის შექმნის შედეგად გაგვიჩნდა. კონტენტფლაი დავაარსეთ ყველა იმ მოთხოვნისა და საჭიროების გათვალისწინებით, რასაც აღნიშნული სფეროს ბაზარზე წლების განმავლობაში ვხედავდით და ვპასუხობდით. სწორედ ამიტომ იდეალურად დავსახეთ ყველაზე ეფექტური, სწრაფი და ხარისხიანი პროექტის კონცეფცია და უკვე მესამე წელია რაც აქტიურად მივყვებით თავდაპირველად დასახულ მიზანს და ყოველნაბიჯზე ვანვითარებთ პროექტის ყოველ ეტაპს.

ნებისმიერი ტიპის კლიენტს და ასევე კონტენტის ავტორებსაც ვთავაზობთ უმაღლეს დონეზე ორგანიზებულ სისტემას და სანდო შედეგებს. ჩვენი ვებგვერდის და გუნდის წევრების განვითარება დღემდე გრძელდება, რისი საშუალებითაც სულ რაღაც 5 წუთში შეგიძლიათ დააფიქსიროთ საკუთარი შეკვეთა ჩვენს საიტზე, ყველა სასურველი დეტალის გათვალისწინებით.

 

ContentFy

4 უპირატესობა რაც სააგენტოებისგან განსხვავებით გვაქვს

საუკეთესო არჩევანი

კონტენტფაის ბაზა უამრავი ტიპის მწერალს მოიცავს, რისი დახმარებითაც ნებისმიერი სახის კონტენტის სპეციალისტთან მარტივად დაგაკავშირებთ.

გამჭირვალე

მწერალთან ფინანსური ანგარიშსწორების საბოლოო ეტაპი თქვენთან შეთანხმებით ხორციელდება.

მოლაპარაკების სიმარტივე

ჩვენი გუნდი თქვენს მაგივრად პოულობს და უთანხმდება შესაფერის მწერალს, იღებს მისგან მაღალი ხარისხის ტექსტს და გაწოდებთ თქვენ.

SEO ოპტიმიზაცია

სანდო ალგორითმებით საგულდაგულოდ ვამოწმებთ თქვენთვის შექმნილი ტექსტების ხარისხს მათი მაქსიმალური SEO ოპტიმიზაციისათვის.

TOP