ჩვენი გუნდის შექმნის იდეა სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის და ხარისხიანი კონტენტის შექმნის შედეგად გაგვიჩნდა. კონტენტფლაი დავაარსეთ ყველა იმ მოთხოვნისა და საჭიროების გათვალისწინებით, რასაც აღნიშნული სფეროს ბაზარზე წლების განმავლობაში ვხედავდით და ვპასუხობდით. სწორედ ამიტომ იდეალურად დავსახეთ ყველაზე ეფექტური, სწრაფი და ხარისხიანი პროექტის კონცეფცია და უკვე მესამე წელია რაც აქტიურად მივყვებით თავდაპირველად დასახულ მიზანს და ყოველნაბიჯზე ვანვითარებთ პროექტის ყოველ ეტაპს.
ნებისმიერი ტიპის კლიენტს და ასევე კონტენტის ავტორებსაც ვთავაზობთ უმაღლეს დონეზე ორგანიზებულ სისტემას და სანდო შედეგებს. ჩვენი ვებგვერდის და გუნდის წევრების განვითარება დღემდე გრძელდება, რისი საშუალებითაც სულ რაღაც 5 წუთში შეგიძლიათ დააფიქსიროთ საკუთარი შეკვეთა ჩვენს საიტზე, ყველა სასურველი დეტალის გათვალისწინებით.